ქუთაისში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, შუახნის ქალი შემთხვევის დროს ზებრაზე გადადიოდა. დაშავებული და ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.