ქუთაისში ველოსიპედისა და მინიმოპედის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:47, 19.04.2020

ქუთაისში ველოსიპედი და მინიმოპედი ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი