ქუთაისში ველოსიპედისა და მინიმოპედის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში ველოსიპედი და მინიმოპედი ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.