ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ხვალ გაიმართება
ხვალ, 3 თებერვალს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ოლ სტარი გაიმართება. ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები დაუპირისპირდებიან. რეგიონის გუნდს „ქუთაისის“ მწვრთნელი – კოტე ტუღუში გაწვრთნის, ხოლო „თბილისს“ – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი – ირაკლი ხოშტარია.
ოლ სტარის გამოკითხვა უკვე დასრულდა და გულშემატკივარმა გუნდების ხუთეულები შეარჩია.
მწვრთნელებმა კი ის სათადარიგო მოთამაშეები დაასახელეს, რომლებიც 2018 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მიიღებენ მონაწილეობას.
ოლ სტარის მატჩის დროს კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში გაიმართება.
გაგაცნობთ „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ გუნდების შემადგენლობას და ასევე, 3-ქულიანებისა და ჩატენვების კონკურსების მონაწილეებს.