NBA-მ „ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის“ დიოდური განათების მოედანი წარმოადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-მ „ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის“ დიოდური განათების მოედანი წარმოადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) წარმოადგინა დიოდური განათების მოედანი 2024 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ჩასატარებლად.

„მაღალტექნოლოგიური სპორტული მოედანი ჩაღრმავების ეფექტით მოწოდებულია, გააუმჯობესოს არენაზე მყოფი გულშემატკივრებისა და ტელემაყურებლების შთაბეჭდილება ინტერაქტიული დისპლეის წყალობით“, – წერია NBA-ს განცხადებაში.

მოედანზე შესაძლებელი იქნება შემდეგი ვიზუალური ეფექტების გამოყენება: დიზაინისა და ფერის შეცვლა, ცოცხალი ვიდეოგამეორებები და სხვა ვიდეოკონტენტი, სტატისტიკა რეალური დროის რეჟიმში, მოთამაშეთა ადგილმდებარეობისთვის თვალის მიდევნების ანიმაცია, ტაიმაუტების დროს გულშემატკივრებისთვის ინტერაქტიული თამაშები, ანიმაცია მნიშვნელოვანი მომენტებისა და ეპიზოდების შემდეგ.

„ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ინდიანაპოლისში 18 თებერვალს გაიმართება.