კევინ დურანტი „ოლ სტარს“ გამოტოვებს #1TVSPORT
კევინ დურანტი „ოლ სტარს“ გამოტოვებს #1TVSPORT

„ბრუკლინის“ ვარსკვლავური ფორვარდი კევინ დურანტი ზედიზედ მეორედ გამოტოვებს „ყველა ვარსკვლავის მატჩს“. ის აგრძელებს აღდგენას მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმის შემდეგ, – განაცხადა Yahoo Sports-ის ჟურნალისტმა კრის ჰეინსმა.

დურანტი მწყობრიდან 15 იანვარს გამოვიდა, როცა თანაგუნდელ ბრიუს ბრაუნს შეეჯახა „ნიუ ორლეანთან“ მატჩის დროს.

„ბრუკლინს“ არ დაუსახელებია დურანტის დაბრუნების თარიღი, მაგრამ ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, კლუბში იმედოვნებდნენ ფორვარდის დაბრინებას 4-6 კვირის შემდეგ.

ამ სეზონში დურანტი საშუალოდ მატჩში 29,3 ქულას, 7,4 მოხსნასა და 5,8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

შეგახსენებთ, რომ NBA-მ ორი დღის წინ გამოაცხადა 2022 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სასტარტო ხუთეულები:

დასავლეთი კონფერენცია

სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)

ჯა მორანტი (მემფისი)

ენდრიუ უიგინსი (გოლდენ სტეიტი)

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)

ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)

აღმოსავლეთი კონფერენცია

ტრეი იანგი (ატლანტა)

დემარ დეროზანი (ჩიკაგო)

კევინ დურანტი (ბრუკლინი)

იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)

ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

2022 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ კლივლენდში 20 თებერვალს გაიმართება.