NBA | „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გამთენიისას ინდიანაში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2024 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდმა დასავლეთ კონფერენციის გუნდი 211:186 დაამარცხა.
„ყველა ვარსკვლავის შეხვედრა“ ტრადიციული ფორმატით (ასე ტარდებოდა 1951-2017 წლებში) ჩატარდა. 2018-2023 წლების მატჩებში დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდების კაპიტნებს შეეძლოთ, ნებისმიერი კონფერენციის მოთამაშე აერჩიათ, თუმცა გულშემატკივრებს შორის ეს ფორმატი პოპულარული არ იყო.
2024 წლის „ყველა ვარსკვლავის შეხვედრის“ უძვირფასესი მოთამაშე (MVP) აღმოსავლეთის გუნდის წევრი, „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი დემიენ ლილარდი გახდა, რომელმაც 39 ქულა დააგროვა. დასავლეთში საუკეთესო 50 ქულით „მინესოტას“ თავდამსხმელი კარლ-ენტონი თაუნსი იყო.
„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ უქმეების ეგიდით ასევე გაიმართა ტრადიციული კონკურსები. უნარების კონკურსის (Skill Challenge) გამარჯვებული „ინდიანას“ გუნდი გახდა. სამქულიანებში შეჯიბრება ასევე დამიენ ლილარდმა მოიგო. მამაკაცთა და ქალთა შორის სამქულიანების კონკურსში სტეფ კარიმ („გოლდენ სტეიტი“) გაიმარჯვა, ხოლო ჩატენების კონკურსის გამარჯვებული მაკ მაკლანგი („ორლანდო მეჯიქი“) გახდა.