NBA-მ „ოლ სტარის“ სასტარტო ხუთეულები დაასახელა #1TVSPORT
NBA-მ „ოლ სტარის“ სასტარტო ხუთეულები დაასახელა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესსამსახურმა წარმოადგინა 2024 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სასტარტო ხუთეულები.

მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ:

აღმოსავლეთი კონფერენცია – იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა), დემიან ლილარდი (მილუოკი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი).

დასავლეთი კონფერენცია – ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), კევინ დურანტი (ფინიქსი), შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი).

რიგით 73-ე NBA All Star-ი 18 თებერვალს ინდიანაპოლისში გაიმართება.