2023 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა მის ისტორიაში #1TVSPORT
2023 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა მის ისტორიაში #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩზე უღიმღამო თამაში და დაცვის უგულვებელყოფა ზუსტად აისახა სატელევიზიო რეიტინგებზე.

როგორც Yahoo! Sports-ი წერს, 2023 წლის „ოლ სტარმა“ ყველაზე დაბალი ტელეაუდიტორია შეკრიბა ამ მატჩის ჩატარების ისტორიაში.

ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტენტოკუნმპოს გუნდების დაპირისპირებას საშუალოდ ჰქონდა რეიტინგი 2.2 და აუდიტორია შეადგენდა 4.59 მილიონ ადამიანს (შარშან ეს ციფრები იყო – 3.1 და 6.28 მილიონი მაყურებელი, რაც წინა ანტირეკორდს შეადგენდა).

2022 წელთან შედარებით, ეს ციფრები, შესაბამისად, 29 და 27 პროცენტით შემცირდა. ეს ყველაზე დიდი ვარდნა იყო ყველა  ვარსკვლავის მატჩისთვის ერთი სეზონის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის ბევრმა მონაწილემ ნეგატიური კომენტარი დააფიქსირა ამ შეხვედრაზე, მათ შორის ლებრონის გუნდის მწვრთნელმა, მაიკლ მელოუნმა, რომელმაც წლევანდელ „ოლ სტარს“ „ყველაზე ცუდი საკალათბურთო მატჩი“ უწოდა, რომელშიც მონაწილეობა მიუღია.