ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი სიმპტომების არქონის გამო საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 67 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 13 ბავშვია.
მისივე თქმით, ინფიცირებულებიდან ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.