ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კლინიკაში სულ 51 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 29 ზრდასრული და 22 ბავშვია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ განუცხადა, კოვიდინფიცირებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენის კი საშუალოა.
„შედარებით მძიმეა 65 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. მამაკაცი აფხაზეთიდან არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”,-განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.