ქურთულმა „სახალხო თავდაცვის შენაერთმა“ ქალაქ ტელ-რიფაატზე კონტროლი სირიის არმიას გადასცა
ქურთულმა „სახალხო თავდაცვის შენაერთმა“ ალეპოს პროვინციაში, ქალაქ ტელ-რიფაატზე კონტროლი სირიის არმიას გადასცა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ჯარები ქალაქში რამდენიმე საათში შევლენ.
ქალაქი ტელ-რიფაატი ქალაქ აფრინიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ქურთულ ჯგუფებსა და თურქეთის არმიას შორის შეიარაღებული დაპირისპირება თვეზე მეტია გრძელდება.
სირიის არმიის ნაწილები 20-21 თებერვალს აფრინშიც შევიდნენ. ქურთების კონტროლირებულ ტერიტორიებზე სირიის არმიის შესვლას თურქეთი აპროტესტებს.
ანკარაში ამბობენ, რომ სამხედრო ოპერაცია ტერორისტული საფრთხის განეიტრალებამდე გაგრძელდება.