მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა
მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების გამო, ალეპოს აეროპორტმა მუშაობა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ შეაჩერა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიონავიგაციის სისტემა. სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები ხმელთაშუა ზღვიდან გაუშვეს.

პარალელურად, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტა გაანეიტრალა. ალეპოს აეროპორტიდან ფრენები დამასკოში გადამისამართდა. სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელი „ცეცხლს ეთამაშება“ და ფართო კონფლიქტის რისკს აჩენს.