სირიის ხელისუფლება ისრაელს ალეპოს აეროპორტის დაბომბვაში ადანაშაულებს
სირიის ხელისუფლება ისრაელს ალეპოს აეროპორტის დაბომბვაში ადანაშაულებს

სირიის ხელისუფლება ისრაელის სამხედრო ავიაციას ალეპოს აეროპორტის დაბომბვაში ადანაშაულებს. სირიის მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ალეპოს სამოქალაქო აეროპორტზე, აეროპორტის მახლობლად არსებულ დასახლებაზე და ინდუსტრიულ ზონაზე.

ავიაიერიშების შედეგად, ქალაქ ალეპოში ელექტროენერგია გაითიშა. სირიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საჰაერო იერიშები მოიგერია და რამდენიმე სამიზნე ჩამოაგდო.

ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციაში მონაწილეობას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

დატოვე კომენტარი