ალეპოს საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წლის შემდეგ პირველად განაახლა მუშაობა
ალეპოს საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წლის შემდეგ პირველად განაახლა მუშაობა

სირიაში, ალეპოს საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წლის შემდეგ პირველად განაახლა მუშაობა და პირველი კომერციული რეისი მიიღო. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

თვითმფრინავის ბორტზე სირიელი ჟურნალისტები და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. მათ შორის ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ აეროპორტის გახსნა მნიშვნელოვანია.

სირიის არმიამ ალეპოზე კონტროლი თითქმის სრულად 2016 წელს დაამყარა, გუშინ კი ქალაქზე საბოლოო გამარჯვება გამოაცხადეს.