ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მამა პატრიარქს ხვდება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დავით დადუნაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება.
დავით დადუნაშვილი საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
დღესვე, დავით დადუნაშვილი, ოჯახის ადვოკატთან და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. შსს-ის ინფორმაციით, მინისტრმა მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ასევე, ცოტა ხნის წინ, კათოლიკოს-პატრაირქთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.