მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა

11:26, 21.07.2020

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის სააპელაციო საჩივარი და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

მსგავსი