გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში გამართულ შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. სავარაუდოდ საუბარი შეეხო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობას.