გიორგი გახარია მზად არის, ზაზა სარალიძეს შეხვდეს
გიორგი გახარია მზად არის, ზაზა სარალიძეს შეხვდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას, ზაზა სალარიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი დღეს უკვე შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს. შეხვედრას დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი და სახალხო დამცველიც დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატიურად გააცნობს.