საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის განმავლობაში პარლამენტის 60 წევრის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. მათგან 59 დეპუტატის დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. შესაბამისად, მათ ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დაჯარიმებულთა შორის არიან ზვიად ძიძიგური, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, ლევან კობიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ემზარ კვიციანი და ირმა ინაშვილი.
სიაში როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის დეპუტატები არიან, მათ შორის სვეტლანა კუდბა, რომან მუჩიაშვილი, ბექა ოდიშარია, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი სესიაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, ლერი ხაბელოვი, ზაზა ხუციშვილი, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, გიორგი ბეგაძე, ლევან ბეჟანიძე, ლაშა დამენია, ენზელ მკოიანი, ანრი ოხანაშვილი, მირიან წიკლაური, თეიმურაზ ჭკუასელი, ფატი ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე, სიმონ ნოზაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, ირაკლი ხახუბია, ზაზა კედელაშვილი, დიმიტრი მხეიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირინე ფრუიძე, თენგიზ გუნავა, გოჩა ენუქიძე, გიორგი კოპაძე, სერგო რატიანი, ივლიანე წულაია, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, გიორგი ლომია, იოსებ მაკრახიძე, დიმიტრი სამხარაძე, მამუკა ჩიქოვანი, დავით ჭიჭინაძე, დიმიტრი ხუნდაძე, მარიამ ჯაში, ბიძინა გეგიძე, გურამ მაჭარაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, სოფიო კილაძე, ირმა ნარირაშვილი, გიორგი კახიანი, სულხან მახათაძე, ნატო ჩხეიძე.
ამასთან, შემოწმებული დეპუტატებიდან დადებითად მხოლოდ ლელა ქებურიას დეკლარაცია შეფასდა.
პარლამენტართა მიმართ საჯარო სამსახურის ბიუროს არ გამოუყენებია გაფრთხილება, რაც არაარსებითი დარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი.