54 დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიურო სწავლობს
54 დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიურო სწავლობს

საჯარო სამსახურის ბიურო 54 დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას სწავლობს.

ამის შესახებ პირველ არხს უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის დეკლარაციის შემოწმებაც.

შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით, ბიუროს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა.

მონიტორინგი მიმდინარეობს შემდეგი დეპუტატების დეკლარაციებზე: ედიშერ თოლორაია, გიორგი ლომია, დიმიტრი სამხარაძე, მამუკა ჩიქოვანი , იოსები მაკრახიძე, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, დავით ჭიჭინაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, ირმა ინაშვილი, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, სოფიო კილაძე, ირმა ნადირაშვილი, გიორგი კახიანი, სიმონ ნოზაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, ირაკლი ხახუბია, ზაზა კედელაშვილი, დიმიტრი მხეიძე, ნატო ჩხეიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირინა ფრუიძე, თენგიზ გუნავა, გოჩა ენუქიძე, ზვიად ძიძიგური, ვიქტორ ჯაფარიძე, ფატი ხალვაში, ენზელ მკოიანი, სულხან მახათაძე, ლაშა დამენია, გიორგი ბეგაძე, თენგიზ ხუბულური, ანრი ოხანაშვილი, თეიმურაზ ჭკუასელი, რევაზ არველაძე, მირიან წიკლაური, ლევან ბეჟანიძე, რომან მუჩიაშვილი, ბექა ოდიშარია, რუსლან პოღოსიანი, თამარ ჩუგოშვილი, ლერი ხაბელოვი, ზაზა ხუციშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ნინო წილოსანი, ალექსანდრე ქანთარია, რატი იონათამიშვილი.

მონიტორინგის შედეგი ცნობილი თებერვლის ბოლოსთვის გახდება.

2017 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 287 დეკლარაციის მონიტორინგი ჩაატარა.

აღმოჩენილი დარღვევების გამო დაჯარიმებულთა შორის არის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ასევე დეპუტატები – არჩილ თაკალვაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი და სხვები.