ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი პირი კლინიკაში გარდაიცვალა
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი პირი ქობულეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 40 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ.
ორივე დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
კლინიკებში ამ დროისათვის ავარიის შედეგად დაშავებული 11 პირი რჩება, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.