ექიმის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არასრულწლოვნები არიან
ექიმის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არასრულწლოვნები არიან

ქობულეთის ორ კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 დაშავებულია შეყვანილი, მათგან ათი „ევექსის“ ჰოსპიტალშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტალის დირექტორმა, ორიმა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ათიდან რვა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის არიან პოლონელები.

ექიმის განცხადებით, ექვსის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მძიმე მდგომარეობაშია ორი, კიდევ ორის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმედ შეფასდა. დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის დაშავებულებს ინტენსიურ დახმარებას უწევენ. მძიმე მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაჰყავთ.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.