სამხრეთ აფრიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა

00:59, 29.03.2024

სამხრეთ აფრიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის სატრანსპორტო დეპარტამენტის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, დამცავ ბარიერს შეეჯახა და ხევში გადავარდა, რის შემდეგაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

ერთადერთი გადარჩენილი რვა წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი