მეტეხის ხიდთან, მტკვარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
მეტეხის ხიდთან, მტკვარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

მეტეხის ხიდთან, მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. საძიებო სამუშაოებს მაშველები მტკვარზე სამაშველო კატერებით ახორციელებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მყვინთავებიც.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, მაშველებმა ავტომობილს სავარაუდოდ უკვე მიაგნეს და მისი ამოყვანისთვის საჭირო ღონისძიებებს ატარებენ. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ავტომობილში მყოფი პირების შესახებ.

მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში ავტომანქანა გვიან ღამით გადავარდა. სამძებრო სამუშაოები უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რამდენი პირი იმყოფებოდა ავტომობილში.