მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები [ვიდეო]

00:07, 16.02.2024

თბილისში, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. მტკვრის პერიმეტრზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

მსგავსი