ავტომანქანა, რომელიც მეტეხის ხიდიდან გადავარდა, მტკვრიდან ამოიყვანეს [ფოტო]
ავტომანქანა, რომელიც მეტეხის ხიდიდან გადავარდა, მტკვრიდან ამოიყვანეს [ფოტო]

ავტომანქანა, რომელიც რამდენიმე საათის წინ მეტეხის ხიდიდან გადავარდა, მტკვრიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მყვინთავების ჩართულობით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში რამდენიმე საათის წინ გადავარდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.