ქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად საქართველოში ალბომს წერს
ქართველი მომღერალი ქეთი მელუა გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად საქართველოში ალბომს წერს.
მელუა საქართველოში უცხოელ პროდიუსერებთან ერთად იმყოფება და ალბომს „ლენო რექორდსის“ სტუდიაში წერს.
როგორც ქეთი მელუა საკუთარ „ფეისბუქზე“ ვიდეოლაივის დროს ამბობს, უცხოელი პროდიუსერების საქართველოში ჩამოყვანის მთავარი მიზანი მათთვის ქართული სტუდიების შესაძლებლობის გაცნობა იყო. მელუას თქმით, პროდიუსერები აღფრთოვანებულები არიან საქართველოში მუშაობით.