სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს
სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ქეთი მელუას საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ქეთი მელუა პრეზიდენტს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქეთი მელუას საქართველოს პასპორტით სარგებლობის უფლება მაშინ ჩამოერთვა, როცა ბრიტანეთში თავშესაფარი და მოქალაქეობა მიიღო. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე მომღერლის მოთხოვნას უთუოდ დააკმაყოფილებს.

სალომე ზურაბიშვილი ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ქეთი მელუასთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან ერთად ავრცელებს.