ევროპის მოედანზე ქეთი მელუას კონცერტი მიმდინარეობს [ფოტოამბავი]
ევროპის მოედანზე ქეთი მელუას კონცერტი მიმდინარეობს [ფოტოამბავი]

ევროპის მოედანზე ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი პოპვარსკვლავის, ქეთი მელუას კონცერტი მიმდინარეობს.

მომღერალი თბილისში დედაქალაქის მერიის პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ჩამოვიდა. ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად ძველი და ახალი ჰიტებით წარდგა.

ქართველ მომღერალს, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს, 2003 წლიდან რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მსოფლიოში მომღერლის 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული.