ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეხვდა, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ციხელაშვილი რეგიონის პრობლემებს გაეცნო და შეხვედრის მონაწილეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მადლიერი ვარ ამ ქალბატონებთან შეხვედრის და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო ამაყი ვარ იმით, თუ რამდენად მონდომებულები არიან აზერბაიჯანელი ქალები, რომ რეგიონის განვითარებაში წვლილი შეიტანონ. ისინი ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში მუშაობენ. როგორც მათ ვუთხარი, ყველამ ერთად, ჩვენი საქმით უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ის ადგილი, სადაც ყველა ვართ თანასწორი და შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ჩავერთოთ ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა დღევანდელი შეხვედრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართა.