ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში ხანძრის შედეგად თებიძეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
სახლში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ ყოფილა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას დღეს ქედის მერიაში შექმნილი კომისია შეისწავლის და პროგრამის მიხედვით დახმარება გაეწევათ. დაზარალებულების დროებით თავშესაფარზე მერია იზრუნებს.