ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

11:20, 18.12.2018

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში ხანძრის შედეგად თებიძეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სახლში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის დროს შენობაში არავინ ყოფილა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას დღეს ქედის მერიაში შექმნილი კომისია შეისწავლის და პროგრამის მიხედვით დახმარება გაეწევათ. დაზარალებულების დროებით თავშესაფარზე მერია იზრუნებს.

მსგავსი