ქედაში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი იყო
ქედაში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი იყო

ხანძარი იყო ქედაში. ცეცხლი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი დაიწვა.

უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც კორპუსიდან, ასევე მიმდებარე საბავშვო ბაღიდანაც.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, ხანძარს ბინები არ დაუზიანებია, თუმცა მერია კორპუსის სახურავის აღსადგენად შესაბამის დახმარებას გაუწევს მობინადრეებს.