ქართულმა ავიაკომპანიებმა რუსეთში ფრენების აკრძალვაზე შეტყობინება შესაძლოა, ორშაბათს მიიღონ
ქართულმა ავიაკომპანიებმა რუსეთში ფრენების აკრძალვაზე შეტყობინება შესაძლოა, ორშაბათს მიიღონ. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში (როსავიაცია) თათბირი გაიმართება. ამის შემდეგ კი, ქართულ ავიაკომპანიებში შესაბამისი წერილები გაიგზავნება.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების აკრძალვის თაობაზე მხოლოდ რუსულ ავიაკომპანიებზე ვრცელდება.
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამ დროისთვის ფრენებს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, მინერალნიე ვოდიში, ვორონეჟსა და უფაში, „მაი ვეი ეარლაინსი“ კი ჟუკოვსკიში ასრულებს.