საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო | რაგბი
საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო | რაგბი

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, 2020 წელს დაგეგმილი სანაკრებო მატჩები გაურკვეველი პერიოდით გადაიდო.

გადადებულ მატჩებს შორის არის საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, რომელიც პირველ ნომბერს უნდა გამართულიყო.

რაგბი ევროპის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მატჩების ჩატარების თარიღს პროფკავშირებთან და შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და ეპიდვითარების გათვალისწინებით დანიშნავენ.

რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ: „ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ტურნირები შევწყვიტოთ, რათა გავუფრთხილდეთ მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და რაგბიში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობაში. უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, სანამ რაგბის სათამაშოდ უკეთესი პირობები არ იქნება“.