ქართული ანიმაციური ფილმი „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა
ქართული ანიმაციური ფილმი „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა

ქართული ანიმაციური ფილმი „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა. ანიმაციური ფილმის რეჟისორი არის ნათია ნიკლაშვილი. პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა, ასევე კომპანია „20 Steps Productions“.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმი 6-8 ოქტომბერს ვირტუალურ რეჟიში ჩატარდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები 28 ანიმაციური პროექტიდან ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.