ბობ მარლის სიმღერების მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ
ბობ მარლის სიმღერების მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ

Fox Animation-მა ახალი ანიმაციური ფილმის გადაღება დააანონსა, რომელიც ცნობილი იამაიკელი მომღერლის ბობ მარლის სიმღერების მიხედვით შეიქმნება,-ინფორმაციას udiscovermusic.com-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროექტს პროდიუსირებას Universal Polygram Entertainment-ის მუსიკალური განყოფილება უწევს.

იდეის ავტორებმა, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ერთ-ერთ პროდიუსერად ბობ მარლის ქალიშვილი, სედელა მარლიც აიყვანეს.

„მამაჩემი შთააგონებდა ხელოვანებსა და არტისტებს მთელს მსოფლიოში და მე მოხარული ვარ, ჩავერთო ამ ახალ შემოქმედებით გამოწვევაში, რომელიც ხაზს უსვამს მის არაჩვეულებრივ მუსიკას“, – განაცხადა სედელა მარლიმ.

სტატიის მიხედვით, სცენარის ავტორებს ანიმაციურ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.