2018 წელს „გრინჩის“ ახალი ანიმაციური ფილმი გამოვა

2018 წელს „გრინჩის“ ახალი ანიმაციური ფილმი გამოვა, რომლის ტრეილერიც ინტერნეტში გავრცელდა.

გრინჩის პერსონაჟს ამჯერად ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი გაახმოვანებს.

„გრინჩი“ საახალწლო ფილმების რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

ფილმის ყველაზე პოპულარული ეკრანული ვერსია ჯიმ კერის მონაწილეობით 2000 წელს გამოვიდა. ფილმმა რამდენიმე თვეში $345 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო და წლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა.