პუერტო-რიკოში გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციას ასობით ათასი ადამიანი დაესწრო
პუერტო-რიკოში გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციას ასობით ათასი ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
აქტივისტები რიკარდო როსელოს გადადგომას ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული დიალოგების შემდეგ ითხოვენ, რომელიც კუნძულის მეთაურმა ინტერნეტის საშუალებით მაღალჩინოსნებთან გამართა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, გასაჯაროებული დიალოგები ჰომოფობიურ განცხადებებს შეიცავს, ამასთან ერთად პოლიტიკოსები 2017 წელს, ქარიშხალ მარინას დროს დაღუპულებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენებს.
პუერტო-რიკოს გუბერნატორი დემონსტრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. რიკარდო როსელო აცხადებს, რომ თანამდებობას ვადის ამოწურვის დროს, 2020 წელს დატოვებს.
გუბერნატორის პირადი საუბრები 13 ივლისს გასაჯაროვდა. კუნძულოვან ქვეყანაში დემონსტრაციები მას შემდეგ იმართება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მიმდინარე აქციები პუერტო-რიკოში ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.
პუერტო-რიკოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპის განცხადებით, როსელო „საშინელი გუბერნატორია“. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუერტო-რიკოს მთავრობა კორუმპირებული და არაკომპეტენტურია.