„ჰამასის“ ლიდერი პალესტინელებს დღეს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს
„ჰამასის“ ლიდერი პალესტინელებს დღეს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს

პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია პალესტინელებს დღეს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ალ-ჯაზირა“ წერს, „ჰამასის“ ლიდერი მოუწოდებს პალესტინელებს, ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე გამართონ დემონსტრაციები, ისრაელის პოლიციის მიერ ალ-აქსას მეჩეთში მუსლიმი მომლოცველების დარბევისა და ღაზას სექტორში ავიადარტყმების გასაპროტესტებლად.

ამის პარალელურად, ღაზას საზღვართან ისრაელის სამხედრო დანაყოფები და ტექნიკაა მობილიზებული. ამასთან, ისრაელში მობილიზებულია 9 000 რეზერვისტი.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი იერიშები 9 მაისიდან არ წყდება. ღაზას სექტორიდან ისრაელში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ანკლავში ისრაელის დაბომბვას 113 ადამიანი ემსხვერპლა.