ფაბრიციო რომანო - „რეალში“ პირველად ითამაშებს ფეხბურთელი პუერტო რიკოდან #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - „რეალში“ პირველად ითამაშებს ფეხბურთელი პუერტო რიკოდან #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ ახლოს არის „კასტელონის“ პუერტორიკოელი ფეხბურთელის, 19 წლის ჯერემი დე ლეონის შეძენასთან, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი სპორტული მიმომხილველის ინფორმაციით, ტრანსფერისთვის ყველა საბუთი მზად არის და კონტრაქტი ახლო პერიოდში გაფორმდება. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ დე ლეონი იქნება ისტორიაში პირველი პუერტორიკოელი, რომელიც „სამეფო კლუბში“ ითამაშებს.

დე ლეონი „კასტელონის“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 2022 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.