ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

01:36, 21.11.2026

ლუკა ლოჩოშვილი „კიოლნის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, რომელიც „ალიანც არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გერმანული ფეხბურთის გრანდთან კარგი თამაში ჩაატარა. „კიოლნმა“ „ბაიერნს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მატჩის შედეგზე ნაწილობრივ გავლენა ​მიუნხენელების ლიდერების, ჰარი კეინისა და მაიკლ ოლისეს ტრავმებმა იქონია, რომლებიც ნაადრევად შეცვალეს.

მე-12 წუთზე სტუმრები მაიკ მურმა დააწინაურა, 37-ე წუთზე კი ნათანიელ ბრაუნმა წონასწორობა აღადგინა. „კიოლნი“ 10 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი