პუერტო-რიკოს გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
პუერტო-რიკოს გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

პუერტო-რიკოს გუბერნატორმა, რიკარდო როსელომ თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის მოთხოვნით პუერტო-რიკოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქტივისტები რიკარდო როსელოს გადადგომას ინტერნეტის საშუალებით გასაჯაროებული მასალების გამო ითხოვდნენ.

გასაჯაროებული დიალოგები ჰომოფობიურ განცხადებებს შეიცავს. ამასთან, პოლიტიკოსი 2017 წელს, ქარიშხალ მარინას დროს დაღუპულებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენებს.

გუბერნატორის პირადი საუბრები 13 ივლისს გასაჯაროვდა. კუნძულოვან ქვეყანაში დემონსტრაციები მას შემდეგ იმართება.