პუერტო-რიკოში მიწისძვრის შედეგად ტურისტების საყვარელი ადგილის, ქვის თაღის ნაწილი ჩამოინგრა
პუერტო-რიკოში მიწისძვრის შედეგად ტურისტების საყვარელი ადგილის, ქვის თაღის ნაწილი ჩამოინგრა

პუერტო-რიკოში მიწისძვრის შედეგად ტურისტებისთვის საყვარელი კლდის ნაწილი ჩამოინგრა.

ქვის თაღი, რომელიც პუნტა ვენტანას სახელით არის ცნობილი, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულის სამხრეთით მომხდარი სტიქიის დროს ჩამოიშალა.

სეისმოლოგების მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას აღწევდა.

შედეგად არავინ დაშავებულა. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გაუვრცელებიათ.

მედია წერს, რომ სტიქიის დროს რამდენიმე შენობა დაზიანდა.