პუერტო რიკოში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
პუერტო რიკოში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

პუერტო რიკოში ​ქარიშხალ „დორიანს“ მსხვერპლი მოჰყვა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და კიდევ ერთი დაშავებულის შესახებ. გავრცელებული ცნობით, მოქალაქე ძლიერი ქარის გამო სახურავიდან გადმოვარდა.

ქარიშხალი „დორიანი“ ამჟამად პუერტო რიკოს უტევს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 33,5 მეტრ/წამს აღწევს. დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ პუერტო რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა ასევე ფლორიდის შტატშიც. ვარაუდობენ რომ „დორიანი“ აღნიშნულ შტატსაც გადაუვლის. ფლორიდის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, სტიქიისთვის მოემზადონ და სურსათი, წყალი და მედიკამენტები მოიმარაგონ.