ტროპიკული შტორმის მიახლოების გამო, პუერტო რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ტროპიკული შტორმის მიახლოების გამო, პუერტო რიკოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

პუერტო რიკოში მიახლოებული ტროპიკული შტორმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. როგორც ქარიშხლების ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქია ძლიერდება და შესაძლოა, ის ქარიშხლად გადაიქცეს. მათივე ინფორმაციით, შტორმი სახელწოდებით „დორიანი“ პუერტო რიკოსა და დომინიკანის რესპუბლიკას უახლოვდება. განგაში არის გამოცხადებული ასევე კარიბის ზღვაში მდებარე ანტილის კუნძულებზეც.

სინოპტიკოსების ცნობით, ამჟამად სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 85 კილომეტრს საათში აღწევს.

პუერტო რიკოს გუბერნატორმა უკვე მოუწოდა მოქალქეებს სტიქიისთვის მოემზადონ და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. კუნძულზე უკვე მოწყობილია 360-ზე მეტი დროებითი თავშესაფარი.