პუერტო რიკოს მთავრობა სტიქიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ვაშინგტონს ხელახლა სთხოვს
პუერტო რიკოს მთავრობა სტიქიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ვაშინგტონს ხელახლა სთხოვს

პუერტო რიკოს მთავრობა თითქმის ერთი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 139 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა უსახლკაროდ დარჩენილ ათასობით ადამიანის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფასა და ინფრასტრუქტურის აღდგენას უნდა მოხმარდეს.

კონგრესს ბიუჯეტი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ პუერტო რიკოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი თანხა ძალიან ბევრია. ამ განცხადების გამო, ტრამპი დემოკრატებმა გააკრიტიკეს.

ქარიშხალი მარია ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია იყო, რომელიც პუერტო რიკოს თავს დაატყდა. ოფიციალური მონაცემებით პუერტო რიკოში სტიქიის შედეგად 2975 ადამიანი დაიღუპა.