პროგრამული ხარვეზის გამო, 112-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია
პროგრამული ხარვეზის გამო, 112-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.
112-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ 112-ის „ფეისბუქის“ გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით“, – აცხადებენ შსს-ში.