საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

18:32, 10.03.2023

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა და მასთან დასაკავშირებელი ალტერნატიული ნომრები გამოაქვეყნა.

მსგავსი